15 ოქტომბერი 2024,   19:23
ვრცლად
ბატონი ნიკა გილაური ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად და ღიად გამოჩნდა, წარმოადგინა საკმაოდ კარგი ხედვები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ - ლელა ჯიჯელავა

პლატფორმა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ლელა ჯიჯელავა “დღის კურიერის“ ეთერში ნიკა გილაურის ორბელიანების სასახლეში ვიზიტზე საუბრობს.

ჯიჯელავას თქმით, ნიკა გილაურის ორბელიანის სასახლეში ყოფნა განსაკუთრებით საოცარი და საინტერესო არ არის.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კამერა და თქვენი ჟურნალისტები ბევრ ვინმეს აფიქსირებენ. ამაში გასაოცარი და განსაკუთრებით საინტერესო არაფერი ხდება. ბატონი ნიკა გილაური ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად და ღიად გამოჩნდა, წარმოადგინა საკმაოდ კარგი ხედვები საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ.

თქვენ იცით, რომ შეხვედრებს ესწრება ქალბატონი ბოკუჩავა, მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არავის გვარები არ გაჟღერებული. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ახლა ყურადღების კონცენტრაცია სხვა რამეებზეა გადასატანი.

შეიძლება ძალიან ბევრი გვარი გაჟღერებულა, თუმცა ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არც პრეზიდენტს და არცერთი პარტიის ლიდერს არ გაუხმოვანებია. თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრი გვარი სმენია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ ეს არის რაღაც პოზიცია, რომელზეც ვინმე შეჯერდა.

აქ მნიშვნელოვანია, რომ ენმ-ს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია და მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტები. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ კი მუშაობას განაგრძობს ახლა იმ საზოგადოებასთან, რომელმაც 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს არჩევანი. პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან მოსახლეობას,“- აცხადებს ლელა ჯიჯელავა.

დღის ამბები