15 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
“უსამშობლოთა ტექნიკური მთავრობა თუ უსამშობლოთა რადიკალური ოპოზიცია, რა კონფიგურაციით იქნება დასახელებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ვის დაასახელებს სალომე ზურაბიშვილი “ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობაში, რადგან მისივე თმით, საზოგადოება უფრო მარტივად დაინახავს, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია, ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“.

ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა “დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა:

“სალომე ზურაბიშვილი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ მათგან ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი გაგვიკვირდება. როგორც ჩანს, ეს რეალურად ნამდვილად ასეა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ნამდვილად ლოგიკური მოლოდინი, რომ ე.წ. ტექნიკურ მთავრობაში სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრად დაასახელებს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის მინისტრად ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრად ვანო მერაბიშვილს და ა.შ.

ამ ადამიანებისთვის არ იცვლება არც სახელი და გვარები და არც ის “ღირებულებები“, რის ირგვლივაც ისინი მოქმედებენ. ამიტომ, უსამშობლოთა ტექნიკური მთავრობა თუ უსამშობლოთა რადიკალური ოპოზიცია, რა კონფიგურაციით იქნება დასახელებული, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გარდა ერთისა - ჩვენი საზოგადოება უფრო მარტივად დაინახავს, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია, ეს არის კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გასამართლებაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვისაც,“- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები