15 ოქტომბერი 2024,   20:16
ვრცლად
"დემოკრატიული პროცესებით და დემოკრატიული არჩვების გზით, რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამსახურებული მარცხისა და პოლიტიკური განადგურებისთვის" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ  26 ოქტომბერს გამარჯვების არანაირი პერსპექტივა არ აქვს:

ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"არაერთი არჩევნები გვინახავს, მოდით დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა - ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო პროცესი ოდესმე გვახსოვს? ბოლოდროინდელი არჩევნები რომ ავიღოთ დღეს გაცილებით უფრო მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა, ვიდრე ნებისმიერ, თუნდაც ბოლო 8 არჩევნების დროს ყოფილა. ასეთი სიტუაცია ზუსტად იმიტომ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეგუებულია და იცის, რომ 26 ოქტომბერს მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ რაიმე შედეგს მიაღწიოს. დემოკრატიული პროცესებით და დემოკრატიული არჩვების გზით, რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამსახურებული მარცხისა და პოლიტიკური განადგურებისთვის. შესაბამისად, ამ ადამიანებს დღეს აქვთ ერთადერთი მზიანი, რომ 27 ოქტომბრიდან დაიწყონ და სცადონ საქართველოში არეულობის მოწყობა. ამ დავალებების შესრულებისთვის, მზად არიან მთლიანად გაწირონ ჩვენი ქვეყანა. ძალიან კარგად იციან, რომ თუ ამ დავალებებს შეასრულებენ, ჩვენი ქვეყანა განადგურდება და გაიწირება, მაგრამ სწორედ ამას აწერენ ეგენი ხელს. მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის ძლიერი. შესაბამისად, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ის მშვიდობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი დაბრკოლების მიუხედავად შევინარჩუნეთ, ეს ყველაფერი ნაშენები ვინმეს დავანგრევინოთ. ამას ჩვენ უბრალოდ არ დავუშვებთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა მათგან განსხვავებით. მათ სხვა ქვეყნები უფრო უყვართ, ვიდრე საკუთარი ქვეყანა,"-აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები