15 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
თამარაშვილზე ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის ერთი ავტომობილის მძღოლი, ორი კი ქვეითია.

დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები