16 ნოემბერი 2024,   23:55
ვრცლად
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია - შალვა პაპუაშვილი 

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ზუგდიდში, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მეგობრებო,ყველა, ვისაც თვალნი აქვს და დანახვა შეუძლია, კარგად ხედავს იმ წარმატებებს, რომლებსაც ქვეყანამ ბოლო 12 წელიწადში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს საძირკველი ჩაყრილია და კედლებიც ამოყვანილია. 

დღეს ხალხისგან ხმას ითხოვს ოპოზიცია, რომლისგანაც პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ. რაც არ უნდა გულში ჩაიხუტონ მათმა უცხოელმა მფარველებმა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, როგორი საქართველო დატოვეს მათ 2012 წელს. სამმილიონნახევრიანი ქვეყანა, სადაც მილიონი ადამიანი უმუშევარი და ღარიბი იყო; ქვეყანა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ტემპით რეგიონშიც კი ჩამორჩენილი იყო; ქვეყანა, სადაც შექმნილი იყო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც, ადამიანის წამებასა და ჩაგვრაზე იყო დაფუძნებული; ქვეყანა, რომელიც 2004 წელს ბეწვზე გადაურჩა ახალ ომს, 2008 წელს კი ომის ქარცეცხლში გახვიეს,"- განაცხადა შალვა პაპაუშვილმა

დღის ამბები