17 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
ომი უკრაინაში - აფეთქებები იყო კიევში, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული

ოკუპანტებმა უკრაინის 9 რეგიონს დაარტყეს. გაშვებულია 56 დრონი. ნიკოლაევის ოლქში ენერგოსისტემა დაზიანდა.

აფეთქებები იყო კიევშიც, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული.

ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტის "გამარჯვების გეგმას" გამოეხმაურა. მარკ რუტე ამბობს, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადია და როდესაც ეს მომენტი დადგება, ის უკრაინას ტაშს დაუკრავს.

ზელენსკის გეგმის პირველ პუნქტში საუბარია უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევაზე ნატო-ში.

დღის ამბები