24 დეკემბერი 2024,   22:29
ვრცლად
თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპულო კომპანია Airbus-ი 2 500 თანამშრომელს სამსახურიდან გაუშვებს

თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კომპანია Airbus-ი, თავდაცვითი და კოსმოსური განყოფილების რეორგანიზების ფარგლებში, 2 500 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

Airbus-ის განცხადებით, კომპანიაში სხვა ორგანიზაციული ცვლილებებიც განხორციელდება, რადგან თავდაცვისა და კოსმოსური სექტორების მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის, მომარაგების ჯაჭვის შეფერხებაა, სწრაფად განვითარებადი ომის ტაქტიკა და მზარდი ხარჯებია.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც კომპანიამ, გასულ წელს, თავდაცვითი და კოსმოსური განყოფილების რეორგანიზების პროცესი დაიწყო. Airbus-ში განმარტავენ, რომ მიღებულმა ცვლილებებმა "ნაყოფი უკვე გამოიღო".

"ჩვენ გვინდა ამ განყოფილების ჩამოყალიბება ისე, რომ მან შეძლოს იმოქმედოს, როგორც წამყვანმა და კონკურენტუნარიანმა მოთამაშემ, ამ მუდმივად განვითარებად ბაზარზე. ამისთვის კი საჭიროა, გავხდეთ უფრო სწრაფები, მოქნილები და კონკურენტუნარიანები“, - განაცხადა Airbus Defense and Space-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ შელჰორნმა.

დღის ამბები