18 ოქტომბერი 2024,   12:47
ვრცლად
მსგავსი ტიპის განხილვები და საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე საუბარი მიუღებელია, რადგან არ ემსახურება კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას - მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის გზავნილების შესახებ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელიდან გზავნილს არჩევნების შედეგებზე გავლენის მცდელობად აფასებს.

მისი განცხადებით, მსგავსი ტიპის განხილვები და საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე საუბარი მიუღებელია, რადგან ეს არ ემსახურება კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას.

"მსგავსი ტიპის განხილვები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, აბსოლუტურად გაუგებარია. ცალსახად შეგვიძლია შევაფასოთ მსგავსი ღონისძიებები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად.

დისკუსიების მოწყობა და გარკვეული გავლენების მოხდენა საქართველოს იმიჯზე, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე საუბარი, არის აბსოლუტურად მიუღებელი და არ ემსახურება არც კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას და არც პარტნიორობას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

დღის ამბები