24 დეკემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურისა და სპორტის ახალ მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა.

"თეა წულუკიანის საქმიანობას გააგრძელებს პარლამენტში, შესაბამისად მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. მინდს წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე. მანამდე მინდა განვაცხადო, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიციირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება სამინისტროს გაყოფა. ანუ კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი და ცალკე ჩამოყალიბდება სპორტის სამინისტრო", - განაცხადა ირაკლი კჯობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, სანამ სამინისტროს გაყოფის რეფორმა განხორციელდება, თინათინ რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, სამინისტროების გამოყოს შემდეგ კი ის კულტურის მინისტრი იქნება.

 

დღის ამბები