18 ოქტომბერი 2024,   17:12
ვრცლად
"როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ლოკომოტივი, გამწევი ძალა" - თინათინ რუხაძე

საქართველოს კულტურისა და სპორტის ახლად წარდგენილმა მინისტრმა, თინათინ რუხაძემ პრემიერ-მინისტრს და "ქართული ოცნების" გუნდს ამ თანამდებობაზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ კულტურა და სპორტი ქვეყნის გამწევი ძალაა.

"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელს გუნდს, ვინც დღეს ეს შემოთავაზება გაგვიკეთა. გვაქვს ხედვები და მე ვფიქრობ, ვთანხმდებით იმაზე, რომ როგორც სპორტი, ისე კულტურა ამ ქვეყნისთვის არის ნამდვილად ლოკომოტივი, გამწევი ძალა. ასეთი გუნდისგან და ჩემთვის პატივსაცემი პრემიერისგან ნამდვილად ღირსეული შემოთავაზება იყო ჩემთვის და ვეცდები, რომ იმ სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად, დილიდან საღამომდე ვმუშაობ, როგორც მუსიკოსი, როგორც კულტურის დარგის მენეჯერი, ვეცდები, რომ ძალიან ბევრი სასიკეთო მოვუტანო იმ ხალხს, ვისაც ჩვენი ხალხის სახელი როგორც კულტურაში, ისე სპორტში მსოფლიოში გააქვთ", - აცხადებს თინათინ რუხაძე.

დღის ამბები