18 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
"პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ვუხელმძღვანელო ქართულ სპორტს" - შალვა გოგოლაძე

"პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა ვუხელმძღვანელო ქართულ სპორტს, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ქართული სპორტი ერთ-ერთ უმაღლეს დონეზეა," - ეს განცხადება შალვა გოგოლაძემ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც პრემიერმა ის სპორტის მომავალ მინისტრად წარადგინა.

"პატივი და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა ვუხელმძღვანელო ქართულ სპორტს, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ქართული სპორტი ერთ-ერთ უმაღლეს დონეზეა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ პრემიერთან ერთად, სრულ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ იმ დიდ მიღწევებს, როგორც დღეს ვზეიმობთ როგორც ფეხბურთში, ისე სხვადასხვა სპორტის სახეობებში. ჩვენ ახლო მომავალში დავიწყებთ ფედერაციებთან და სხვადასხვა რეგიონებში აქტიურად გასვლას, რომ მომავალი 4-10 წლის გეგმები დავსახოთ, თუ როგორი იქნება ქართული სპორტის განვითარების კუთხით," - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

დღის ამბები