18 ოქტომბერი 2024,   19:22
ვრცლად
"დამნაშავეებს ნუ მისცემთ ხმას, დამნაშავეებზე ხმის მიცემა არის სწორედ დანაშაული, ხელშეწყობაა დანაშაულის და ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს" - ლევან ნიკოლეიშვილი

ოპოზიციას რისიც ეშინია გასაგებია, ეს არის მათთვის გარკვეული მარცხი, რომელიც დადგება 26 ოქტომბერს და ვერ უშველის მათ ვერც გარე ძალების ჩარევა და ვერც ხელოვნურად გამოწვეული აქციები, რომლის დაგეგმას აპირებენ - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ანალიტიკოსი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს.

ლევან ნიკოლეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს არ მისცენ ხმა დამნაშავეებს და არ შეუწყონ ხელი დანაშაულს.

"რომელი არის რეალურად ის ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ადამიანმა აღიქვას როგორც ოპოზიცია და არა რაღაცა დამნაშავეთა კლანი. ის ოპოზიცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა, დადიოდა ევროსტრუქტურებში და ეხვეწებოდა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს, რომ იქნებ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო; ის ოპოზიცია, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს ომში ჩართვას თუ ის არის ოპოზიცია, რომელიც მოწინააღმდეგის პარტიის ბანერს აზიანებს იმის გამო და "არა ომს" ეწინააღმდეგება, ანუ მშვიდობას ეწინააღმდეგება. ეს ოპოზიცია არის?

ოპოზიცია მე ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია - ჯანსაღი ძალა, რომელსაც არ მოსწონს არსებული მმართველი პარტიის რაღაც პროგრამა, მას აქვს უკეთესი პროგრამა ან ყოველ შემთხვევაში თავისი ხედვა ამ პროგრამის მიხედვით, სადაც დაამტკიცებს, რომ მისი პროგრამა უფრო მისაღებია. მაგრამ, დაშინება, ტყუილი, დეზინფორმაცია, ადამიანებზე ზეწოლა - ეს არის ოპოზიცია?

ჩვენ რამდენიმე დღის წინ არ გავიგეთ ფაქტი იმის შესახებ, ისევ და ისევ თქვენი სატელევიზიო მედიის საშუალებით, რომ ზუგდიდში, როდესაც დამთავრდა "ქართული ოცნების" შეხვედრა, თითქოს და - ხაზს ვუსვამ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა სცენის დაშლის დროს და აღმოჩნდა ეს ტყუილი. ამას ვინ ავრცელებს? ოპოზიციის წარმომადგენელი, და ეს ოპოზიცია არის? ოპოზიცია არის ის, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნება, რომ საქართველოს გავლით ხდება რუსეთისთვის იარაღის მიწოდება? ეს ჩემი შეფასება კი არა, ეს არის რეალობა და სინამდვილე, ამ სინამდვილეს ხალხმა თვალი უნდა გაუსწოროს.

მე ხომ არავის მოვუწოდებ, რომ გინდათ თუ არა ამას მიეცით ხმა, ან იმ პარტიას, ან ამ პარტიას, მე ვიძახი იმას, რომ დამნაშავეებს ნუ მისცემთ ხმას, დამნაშავეებზე ხმის მიცემა არის სწორედ დანაშაული, ხელშეწყობაა დანაშაულის და ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. ოპოზიციას რისიც ეშინია გასაგებია, ეს არის მათთვის გარკვეული მარცხი, რომელიც დადგება 26 ოქტომბერს და ვერ უშველის მათ ვერც გარე ძალების ჩარევა და ვერც ხელოვნურად გამოწვეული აქციები, რომლის დაგეგმას აპირებენ", - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები