18 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
სალომე ქურასბედიანი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი სალომე ქურასბედიანი კერძო და საჯარო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სალომე ქურასბედიანმა ახალგაზრდებთან გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრაზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

დისკუსიის ფარგლებში, სალომე ქურასბედიანმა ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა საკითხზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
დღესვე სალომე ქურასბედიანი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ბუნებრივი რესურსების მართვისა და  კლიმატის ცვლილების საკითხებზე. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესზე.

დღის ამბები