19 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
სალომე სამადაშვილი "ლელოდან" სულხან კოჩალიძის წასვლაზე: საერთოდ, პირველად გავიგე, ვინ არის

კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერი, სალომე სამადაშვილი პარტიიდან სულხან კოჩალიძის წასვლას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თანაპარტიელის სახელი და გვარი პირველად გაიგო და ფაქტი სუს-ის საქმიანობას დაუკავშირა.

"პირველად გავიგე, ვინ არის... ისევე, როგორც უმრავლესობამ. ვფიქრობ, რომ საერთოდ მისი სახელი და გვარი არ იცოდა. სუს-ის ნაცნობი მეთოდებით ნამუშევარი ბევრი გვინახავს ასეთი ყველა ოპოზიციურ პარტიაში. ყველა არჩევნების წინ ასე არ ხდება?"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარტია "ლელოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ყოფილმა, სულხან კოჩალიძემ წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტია "ლელოს" ტოვებს და "ემიჯნება ხაზარაძეს". სულხან კოჩალიძე განმარტავს მიზეზებს, რატომ მიიღო ხაზარაძის პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. "ხაზარაძე ადამიანია, რომელიც ვაჭრობს საკუთარი პარტიით მხოლოდ მისი ინტერესების დაცვის მიზეზით," - წერს კოჩალიძე ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი: ნანა გოგატაძე
დღის ამბები