19 ოქტომბერი 2024,   15:49
ვრცლად
ეუთო/ოდირის დასკვნასაც თუ დავეყრდნობით, არჩევნების წინ მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა - არავინ არ იზღუდება, რა პირადობებზეა საერთოდ საუბარი? - მიხეილ ყაველაშვილი

ერთ კვირაში არჩევნებია, პოლიტიკურ სპექტრში კი ურთიერთბრალდებები იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

"ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციის, კონკრეტული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, პირადობის მოწმობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა.

"ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნასაც თუ დავეყრდნობით, ამბობენ, რომ არჩევნების წინ მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. თავად აღიარებენ... ყველას ყველაფრის უფლება აქვს და არავინ არ იზღუდება, რა პირადობებზეა საერთოდ საუბარი?,"- აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები