19 ოქტომბერი 2024,   17:39
ვრცლად
"ლელოც" და გახარიაც თავიანთივე პარტიის წევრების მხრიდან არიან მხილებულები გადაგდებასა და თაღლითობაში" - გურამ მაჭარაშვილი

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოალიცია "ძლიერ საქართველოს" კიდევ ერთი თანაგუნდელი ტოვებს,"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს პროცესი ბუნებრივი და კანონზომიერია.

"არაერთხელ ვთქვით, რომ "ლელოსაც" და გახარიასაც ჰქონდათ ისეთი წარსული, რომ ისინი თავიანთივე პარტიის წევრების მხრიდან პირდაპირ არიან მხილებულები გადაგდებაში, თაღლითობაში და ა.შ. ხაზარაძე ბიზნესში როგორი გადამგდები იყო, ამას თავისივე პარტნიორები წერდნენ საჯაროდ. შესაბამისად, პოლიტიკაში, მითუმეტეს, თავისივე პარტიის წევრები ამბობენ, რომ ის იყენებს თავის სიტუაციას, ვაჭრობს საქართველოს ბედით და ქართველი ხალხის ინტერესებით. გავიხსენოთ გახარია, რომელიც ამხილეს თავისივე პარტიის ლიდერებმაც კი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 21-ე ნომერი, მერაბ ქურიძე პარტიიდან წავიდა. მანამდე "ლელო" დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ყოფილმა წევრმა, სულხან კოჩალიძემაც.
 
ავტორი: ნანა გოგატაძე
 
დღის ამბები