19 ოქტომბერი 2024,   17:15
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე მერაბ ქურიძის მიერ "ლელოს" დატოვებაზე: არასდროსაა გვიანი, ჭეშმარიტება დაინახოს ადამიანმა და გადადგას ნაბიჯი, რომელიც მართებულია

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოალიცია "ძლიერ საქართველოს" კიდევ ერთი თანაგუნდელი ტოვებს, ჯანდაცვის მინისტრი და "ქართული ოცნების" გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს პროცესი ბუნებრივი და კანონზომიერია.

"არასდროს არის გვიანი, რომ ჭეშმარიტება დაინახოს ადამიანმა და გადადგას ნაბიჯი, რომელიც მართებულია. ყველა, ვინც ამას აღიქვამს, დაინახავს და გაერკვევა, ბუნებრივია, რომ ანალოგიური უნდა იყოს მისი პოზიცია, მაგრამ როდესაც თავად მისივე პარტიიდან ხდება ასეთი განცხადებების გაკეთება, ეს ერთი-ორად მნიშვნელოვანია - საზოგადოებისთვის კარგი მაჩვენებელია იმის, რასაც ამ დრომდე ვამბობდით.

ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს, დაკავშირებულს ანაკლიასთან, იმ ბრალდებებთან, რომელიც ბატონ ხაზარაძეს ჰქონდა წაყენებული და ა.შ. ყველასთვის გასაგები იყო, რომ ესენი არიან არა პოლიტიკოსები, არამედ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკა გამოიყენონ ინდულგენციის მოსაპოვებლად მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად. რაც მეტი ადამიანი დაინახავს ამ ყველაფერს, ესეც ბუნებრივი და კანონზომიერი პროცესი მგონია," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 21-ე ნომერი, მერაბ ქურიძე პარტიიდან წავიდა. მანამდე "ლელო" დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ყოფილმა წევრმა, სულხან კოჩალიძემაც.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები