19 ოქტომბერი 2024,   15:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლების მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნების" სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა ლილოს დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

დელეგატმა ისაუბრა რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, შეადარა სამგორის რაიონში რამდენიმე წლის წინ არსებული მდგომარეობა ახლანდელ რეალობას და აღნიშნა, რომ ყველა ამ პროექტის შესრულება შესაძლებელი გახადა მმართველი გუნდის მიერ ხანგრძლივად შენარჩუნებულმა მშვიდობამ.

ამასთან, ვარლამ ლიპარტელიანი შეეხო ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებასაც და აღნიშნა, რომ ელჩის განცხადება გარკვეულწილად მუქარის შემცველია, თუმცა ქართველ ერს მუქარით და შანტაჟით ვერავინ შეაშინებს, საქართველო 26 ოქტომბრის არჩევნებში იქნება ერთიანი, როგორც არასდროს და ხმას მისცემს მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის გამგებელი, "ქართული ოცნების" სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე.

დღის ამბები