19 ოქტომბერი 2024,   15:29
ვრცლად
რას ნიშნავს პირადობებს ართმევენ? თამარ კორძაიები არიან ყველა, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს - წინა არჩევნებზე კომისიაც კი შევქმენით, მაგრამ რადიკალურმა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა - გია ვოლსკი

ერთ კვირაში არჩევნებია, პოლიტიკურ სპექტრში კი ურთიერთბრალდებები იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

"ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციის, კონკრეტული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, პირადობის მოწმობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ, ამ მხრივ, არავითარ დარღვევას ადგილი არ აქვს.

"კონკრეტული მტკიცებულებები არ იქნება. გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ჩვენ კონკრეტული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც შევქმენით, მაგრამ მაშინ, რადიკალურმა ოპოზიციამ არ მიიღო ამაში მონაწილეობა, ვინაიდან, რეალურად, არ არსებობდა და ვერც იარსებებდა რაიმე სახის მტკიცებულება.

რას ნიშნავს პირადობებს ართმევენ? თამარ კორძაია სხვა სივრცეშია და სხვაგან არის, ის მარტო არაა... თამარ კორძაია მარტო არ არის... თამარ კორძაიები არიან ყველანი, ვინც, თავის გამოჩენის მიზნით, მსგავს განცხადებებს აკეთებს.

თუკი რაიმე სადმე არსებობს ასეთი ფაქტი, რომ პირადობის ჩამორთმევას აქვს ადგილი, მითუმეტეს, როგორც ის ამბობს, თუ ამას მასიური სახე აქვს, ეს ვერ დაიმალება და, რასაკვირველია, შესაბამისი რეაგირება ექნება ამას," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები