19 ოქტომბერი 2024,   15:38
ვრცლად
ანსამბლი "რუსთავი" საკონცერტო პროგრამით ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, ცაგერს, სენაკსა და ზუგდიდს ესტუმრა

ანსამბლი "რუსთავი" საკონცერტო პროგრამით ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, ცაგერს, სენაკსა და ზუგდიდს ესტუმრა. მომღერლებმა მსმენელის წინაშე ტრადიციული და განახლებული რეპერტუარი წარადგინეს.

ტურნეს დასასრულს, ქალაქ ხობის დღესასწაულზე, მომღერლებს მოცეკვავეები და მუსიკოსები შეუერთდნენ, რომლებიც ერთობლივი პროგრამით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

საშემოდგომო ტურნე კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა.

დღის ამბები