19 ოქტომბერი 2024,   17:09
ვრცლად
ბადრი ჯაფარიძე "ლელოს" წევრების მხრიდან პარტიის დატოვებაზე: "არანაირი დაპირისპირება - ეს არის სუს-ის მორიგი მეთოდი"

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ლელოდან" ორი წევრის წასვლას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ეს "სუს-ის მორიგი მეთოდია".

"არ ვიცნობ კოჩალიძეს, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის, პირველად მესმის თქვენგან. "ლელოს" წევრი არ ყოფილა. არანაირი დაპირისპირება - ეს არის სუს-ის მორიგი მეთოდი, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც არჩევნების წინ, შემთხვევით შემოდიან მხარდამჭერად, მერე განცხადებებს აკეთებენ - ეს არასერიოზულია. ასეთი წევრი და სახე ჩვენ არ გვყოლია არასდროს," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

"ლელოში" დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს საბა ბუაძეს.

"გასულ კვირაში დავინახე პარტიულ ღონისძიებაზე და ამ ერთ კვირაში რა შეიცვალა, საინტერესოა, ეს ალბათ მას უნდა ჰკითხოთ. არ ვიცი კონფლიქტის შესახებ, არ ვიცნობ ამ ადამიანს. ვიცი, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაშია 25-ე ნომრად, თუ არ ვცდები. არანაირი კომუნიკაცია, მე პირადად, არ მქონია," - აცხადებს საბა ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 21-ე ნომერი, მერაბ ქურიძე პარტიიდან წავიდა. მანამდე "ლელო" დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის ყოფილმა წევრმა, სულხან კოჩალიძემაც.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები