19 ოქტომბერი 2024,   18:33
ვრცლად
წლის ბოლომდე, როგორც განაწილება, ასევე სამშენებლო პროცესი დასრულდება და 720 ოჯახს გადაეცემა ბინა - მიხეილ სარჯველაძე

700-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. დასასრულს უახლოვდება 3 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა ქუთაისში. 

მოეწყობა, გარე სივრცეებიც. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავად გაეცნო ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს.

კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ 720 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა. 

"ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც ჩვენი სამინისტრო. პრაქტიკულად დიდი ნაწილი დევნილი მოსახლეობისა, რომელიც ამ რეგიონში მაცხოვრებელია მიიღებს ბინას. სამშენებლო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა, წლის ბოლომდე როგორც განაწილება ასევე სამშენებლო პროცესი დასრულდება და 720 ოჯახს გადაეცემა ბინა,"- აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები