19 ოქტომბერი 2024,   17:09
ვრცლად
"უნდათ, რომ ცრუ ინფორმაციები გაავრცელონ პირადობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით" - გურამ მაჭარაშვილი

ერთ კვირაში არჩევნებია, პოლიტიკურ სპექტრში კი ურთიერთბრალდებები იზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

"ქართული ოცნება" ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციის, კონკრეტული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ კამპანიაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, პირადობის მოწმობების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პირადობების კამპანია არის სიცრუეზე აგებული და სიმართლეს არ შეესაბამება.

"ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავ სპეკულირებს.

"ის ფაქტი, რომ ყოველი არჩევნების წინ ოპოზიცია სპეკულაციებს მიმართავს, ეს ადასტურებს მათ სისუსტეს. ამ არჩევნებზე განსაკუთრებულად სუსტები არიან, რადგან, პრაქტიკულად, ერთი კვირაა არჩევნებამდე და ვხედავთ, რომ ისინი წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებენ და სპეკულაციებს ავრცელებენ. უნდათ, რომ ცრუ ინფორმაციები გაავრცელონ პირადობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ აბსოლუტურად მშვიდად მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი და ამას ვერ ეგუება აქაური ოპოზიცია და უცხოური ძალა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები