21 ოქტომბერი 2024,   23:04
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: "ქართულმა ოცნებამ" შეუძლებელი შეძლო და საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზებაც აქედან გამომდინარე

ამას უზრუნველყოფს ის, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ამან მოგვცა საშუალება ჩვენ, რომ ბიუჯეტი დაგეგმილზე ბევრად მეტი ყოფილიყო და ამან მოგვცა საშუალება იმისა, ვილაპარაკოთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იცხოვრებენ გაცილებით უკეთესად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართლი ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შესრულების ანგარიშის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვით, ამ პერიოდში ბიუჯეტში დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით მეტი გადასახადები შევიდა.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო და საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. მისივე თქმით, თავად მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი საუბრობს იმაზე, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გაცილებით გაუმჯობესდება ცხოვრების პირობები საქართველოს მოქალაქეებისათვის.

"ამას ჩვენ ასე თამამად, გახსოვთ ალბათ, ვერ ვლაპარაკობდით წინასაარჩევნო კამპანიების დროს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, პანდემიის დროს ამის ლაპარაკი ცოტა რთული ამბავი იყო და მერე მეორე, ჩვენ შევძელით შეუძლებელი - ევროპაში პირველ ადგილზე ყოფნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით არის შეუძლებელი, მაგრამ ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ" ეს შევძელით და ამაზე დაყრდნობით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც ლაპარაკობს არა მხოლოდ "ქართული ოცნება" და ობიექტურად მოფიქრალი და მოლაპარაკე რომელიმე ადამიანი, არამედ მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გაცილებით გაუმჯობესდება ცხოვრების პირობები საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და შესაბამისად ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზებაც აქედან გამომდინარეა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები