21 ოქტომბერი 2024,   22:40
ვრცლად
"იციან ბოლო შანსი აქვთ, უკაცრავად ჟარგონისთვის და მათი ბოლო გაფართხალებაა, ყველანაირი რესურსი შემონახული აქვთ სწორედ 26 ოქტომბრისთვის და არც ველზე მუშაობენ" - ლევან მაჭავარიანი

"მათ იციან, რომ ის რეიტინგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც არის 60%-ის ფარგლებში, ეს არის რეალური რეიტინგი და ისინი განწირულები არიან ძალიან დიდი დამარცხებისთვის, "ქართული ოცნება" მოიგებს ძალიან დიდი ანგარიშით", - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციას ყველანაირი რესურსი 26 ოქტომბრისთვის აქვს შემონახული.

"მათ იციან, რომ ის რეიტინგი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც არის 60%-ის ფარგლებში, ეს არის რეალური რეიტინგი და ისინი განწირულები არიან ძალიან დიდი დამარცხებისთვის, "ქართული ოცნება" მოიგებს ძალიან დიდი ანგარიშით. აქედან გამომდინარე არის ზუსტად ის მათი დღის წესრიგი აწყობილი, რაზეც ძალიან საინტერესო ლუსტრირება იყო, როდესაც ასე შეხვდნენ ჩამოსულები რომ ბრძანდებოდნენ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლები, მთელი ოპოზიცია რადიკალური, რადიკალური ენჯეოები, რაღაც აზრების გაცვლა-გამოცვლა იყო და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნა, სადაც პირდაპირი გაიდლაინი მიაწოდეს ამ რადიკალებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რომც მოიგოს ძალიან დამაჯერებლადო და დამერწმუნეთ, რომ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ, მიუხედავად მაგისაო, გაწვდითო გაიდლაინს თუ როგორ უნდა გადაიყვანოთ საპროტესტო აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაშიო. ამას ემსახურება მთლიანად მათი დღის წესრიგი, იმიტომ, რომ იციან, ბოლო შანსი აქვთ, უკაცრავად ჟარგონისთვის და მათი ბოლო გაფართხალებაა, ყველანაირი რესურსი შემონახული აქვთ სწორედ 26 ოქტომბრისთვის და ფაქტობრივად არც ველზე არ მუშაობენ, არც ამომრჩევლებს ხვდებიან, არაფერი წარმოუდგენიათ არც საარჩევნო პროგრამის ფარგლებში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები