22 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ გამართავს

"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ხვალ გამართავს. შეკრება საღამოს 7 საათზე თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი. მხარდამჭერებს "ქართული ოცნების" ლიდერები სიტყვით მიმართავენ. მმართველმა გუნდმა საარჩევნო ღონისძიებები ქვეყნის 10 რეგიონში უკვე გამართა.

"ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ ეს ღონისძიება ჩატარებულიყო 16:00 საათზე და ძალიან ბევრმა თბილისელმა მოგვმართა თხოვნით, რომ ეს ემთხვევა სამუშაო საათებს და ისინი სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ ამის გამო დასწრებას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელი ღონისძიება ნაცვლად 16:00 საათისა, დაიწყოს 19:00 საათზე. ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს და დარწმუნებული ვართ, რომ დედაქალაქის ცენტრალური ნაწილი გაივსება ჩვენი მხარდამჭერებით. რეალურად, კიდევ ერთხელ, მთელი ჩვენი საზოგადოება, დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო დამკვირვებლები, კიდევ ერთხელ ნახავენ, თუ რაოდენ დიდია მმართველი გუნდის მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ქართულ ოცნებას მხარს უჭერს, იმ პოლიტიკისთვის, რომელსაც 12 წელიწადია მშვიდობა, განვითარება და წინსვლა მოაქვს ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის," - აცხადებს გივი მიქანაძე.

 

 

დღის ამბები