22 ოქტომბერი 2024,   17:31
ვრცლად
ტრამპზე თავდასხმის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო - კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამუშაო ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა

ტრამპზე თავდასხმის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო - კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სამუშაო ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 13 ივლისს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა ამერიკის საიდუმლო სამსახურის ჩავარდნაა.

ინფორმაციას The New York Times აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ექსპერტების შეფასებით, საიდუმლო სამსახურის მუშაობაში სერიოზული ჩავარდნის მიზეზი, საიდუმლო სამსახურის აგენტებისა და პენსილვანიის შტატის სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის ხარვეზები გახდა.

პენსილვანიის შტატში ტრამპის წინასაარჩევნო შეკრებაზე 20 წლის მამაკაცმა მიმდებარე შენობის სახურავიდან ექსპრეზიდენტს ცეცხლი გაუხსნა. კანდიდატი სახის არეში დაჭრა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.

დღის ამბები