23 ოქტომბერი 2024,   11:21
ვრცლად
წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა წყნეთში, სწორედ იმ უბანში სადაც ის ცხოვრობდა. პარკის გახსნის ინიციატორი თბილისის საკრებულოა.

34 წლის ახალგაზრდა თანამებრძოლის დახმარების დროს 1993 წელს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს.

სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ნოდარ მათიაშვილის სახელობის ქუჩა წყნეთში უკვე მეხუთე წელია არსებობს. სკვერის გახსნას საკრებულოსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე დაღუპული გმირის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

დღის ამბები