23 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
“არა თუ “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ბევრი მათგანი, ვინც ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციებს, არიან რადიკალური ოპოზიციის წევრები“ - გია ვოლსკი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შესახებ

“ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების ნახევარზე მეტი პირდაპირ მათ საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდებენ არ გაითვალისწინონ ამ კონკრეტული ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ისინი არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, არამედ მონაწილეობენ, მისი შეფასებით, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებში.

“არა თუ “ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ბევრი მათგანი, ვინც ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციებს, არიან რადიკალური ოპოზიციის წევრები, ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან დესტაბილიზაციის სცენარში. დესტაბილიზაციის სცენარი, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ხორციელდება საქართველოში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე ამომრჩეველს მოუწოდებს საკუთარი პირადობის მოწმობები არავის გადასცეს.

“ერთი რამ უნდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, ვინც კი გაბედავს და პირადობასთან დაკავშირებით რაიმე სიტყვას ახსენებს, ჩათვალეთ, რომ ეს არის აგენტურის წარმომადგენელი და მისი მიზანი არის ჩვენი საარჩევნო გარემოს შებღალვა და ჩირქის მოცხება არჩევნებისთვის. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ, ყველაფერი გავაკეტოთ კანონის ჩარჩოებში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები