არჩევნებიდან მე-6 დღეს, ოპოზიციას კვლავ არ აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ბარიერგადალახული 3 ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციებს აანონსებს და მომხრეებს გეგმის გასაჯაროებას ორშაბათს ჰპირდება.
"ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან გამარჯვებულები ვართ ჩვენ და არა ისინი. პროტესტი მიზნად დაისახავს იმას, რომ ამ შედეგამდე მივიდეთ. ჩვენ გვაქვს ყველა მასალა იმისთვის, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩაერთოს, რომელიც სანდო იქნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გუშინდელ ოპოზიციურ შეკრებებს არ ესწრებოდნენ გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები. სამეულის ტაქტიკასა და მათ ერთადერთ ფუნდამენტურ მიმართულებას - ქუჩას, გიორგი გახარია არ იზიარებს.