ოპოზიციის გეგმებს აფასებენ უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ოპონენტების ქმედებებს მავნებლობას უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი გეგმა სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს შეიცავს.
"ერთადერთი რამ შეიძლება დაერქვას იმ გეგმას, რომელსაც ეს პოლიტიკური სუბიექტები ატარებენ და ეს არის მავნებლობა. მათი ეს გეგმა აშკარად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების მოხდენისა და რევოლუციური პროცესების განვითარების ნიშნებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ორშაბათამდე უნდათ, ხალხის გარკვეული მობილიზება მოახდინონ" , - განაცხადა გია ვოლსკიმ.