24 დეკემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით მუშაობას აჩერებს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით მუშაობას აჩერებს. პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე, ქარხანაში დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს - დღეიდან სრულად გაითიშა საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდა ფეროშენადნობების წარმოების პროცესი.

ამ პირობებში, კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60 პროცენტს გადაუხდის და შეუნარჩუნებს სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100 პროცენტს მიიღებენ.

კომპანია განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკო-მანგანუმზე ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება.

გართულებულ პირობებს თან დაერთო მადნის დეფიციტი. მათივე განცხადებით, კონტრაქტორმა "ჭიათურა მენეჯმენტ" კომპანიამ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება, 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით კი, ჭიათურაში მადნის მოპოვება, ჯამში, 70 პროცენტით შემცირდა.

კომპანია იმედოვნებს, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და სამუშაო პროცესი დათქმულ ვადაზე ადრე აღდგება.

დღის ამბები