24 დეკემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ" - მეთიუ მილერი

"ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ, საჭიროების შემთხვევაში, შტატები დამატებითი ზომების გამოყენებას არ მოერიდება.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. განვაცხადეთ, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს მხარს ვუჭერთ, რომ მათ შემდგომ ევრო და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტერგრაციას ვუჭერთ მხარს.

მოგეხსენებათ, იმ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და შევაჩერეთ ამ დახმარების 95 მილიონი დოლარი იმ გადადგმული ნაბიჯების გამო, რასაც ვაკვირდებით. გავაგრძელებთ დაკვირვებას იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე დამატებითი შესაბამისი ზომები, რაც მართებული იქნება და თუ ეს ასეა, ჩვენ არ მოვერიდებით მათ გამოყენებას," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

დღის ამბები