ინფრასტრუქტურის მინისტრი საუდის არაბეთში ვიზიტს განაგრძობს. ირაკლი ქარსელაძე რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციაზე ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
მინისტრი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. კონფერენცია რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მას საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს.
"მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მდიდარი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. მიღწეული პროგრესის ფონზე, საინტერესო იქნება, ამ ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელება, რისი საფუძველიც ნამდვილად არსებობს", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.