საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ, მისი ლიდერობით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება.
"ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს გადამწყვეტ გამარჯვებას არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე, უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას", - წერს კობახიძე.