ისრაელში თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებას აპროტესტებენ - იერუსალიმში ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ. დემონსტრაცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ მოქალაქეები წყლის ჭავლით დაშალა.
აქციები ასევე გაიმართა თელ-ავივში, ჰაი-ფაში, ნეთა-ნიასა და ბერ-შებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. "ცახალს" ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი იბარებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ნაფ-ტალი ბენეტი აცხადებს, რომ ქვეყანას "ავადმყოფი და შეშლილი ხელმძღვანელობა ჰყავს."