08 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
"დღევანდელი გლობალური პროცესების ფონზე, ილიას დავესესხები და გეტყვით, რომ ჩვენს პატარა სამშობლოს, ჩვენს ხალხს განსხვავებული საჭიროებები და განსხვავებული სტრატეგიული ამოცანები აქვს" - განათლების მინისტრი

ყვარელში "ილიაობა" აღინიშნება. მუნიციპალიტეტში იმართება საზეიმო ღონისძიებები, ერთ-ერთ მათგანს, პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.

სტუმრებს, ირაკლი კობახიძესთან ერთად, სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ და განათლების მინისტრმა.

"დღევანდელი გლობალური პროცესების ფონზე, ისევ ილიას დავესესხები და გეტყვით, რომ ჩვენს პატარა სამშობლოს, ჩვენს ხალხს განსხვავებული საჭიროებები და განსხვავებული სტრატეგიული ამოცანები აქვს. ჩვენს ქვეყანას სხვა ტკივილი აქვს და სხვა ფათერაკი სდევს. ამ ფათერაკისგან ქვეყნის აცილება შესაძლებელია მხოლოდ ცოდნით, განათლებითა და მეცნიერებებით.

მოსწავლეებო, მჯერა, რომ თქვენი სიბეჯითე, წარჩინებულობა და ცოდნის წადილი, ის ილიასეული გზაა, რომლითაც ჩვენს სამშობლოს მშვიდობიანი, წარმატებული და დოვლათიანი მომავლის შენებას შეძლებს", - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობას კვირეული ეძღვნება.

დღის ამბები