09 დეკემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში "მერანოს ღვინის ფესტივალში" მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის "ქართული ღვინო" მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში "მერანოს ღვინის ფესტივალში" მონაწილეობდა.

ფესტივალის ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა.

33-წლიანი ისტორიის "მერანოს ღვინის ფესტივალი" მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.

დღის ამბები