ჩვენ მხოლოდ ვაფიქსირებთ ნებას და მზაობას, რომ უარს ვიტყვით მანდატებზე და ჩავხსნით სიას, მაგრამ - როდესაც კანონმდებლობით გვექნება შესაძლებლობა ამის გაკეთების, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრმა, ლანა გალდავამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ლანა გალდავას თქმით, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის დადგეს ის მომენტი, როდესაც შესაძლებელი გახდება სიის ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა.
"აუცილებელია, დადგეს სამართლებრივად საქართველოს კანონმდებლობით ის მომენტი, როდესაც შესაძლებელი გახდება სიის ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა. ეს კი შესაძლებელი გახდება მხოლოდ პირველი სხდომის მოწვევის შემდეგ. ამიტომაც, ჩვენ როდესაც გავავრცელეთ გუშინ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, მივუთითეთ იმ ფაქტზეც, რომ, როდესაც ეს გახდება საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელი... დღეის მდგომარეობით, ეს არის შეუძლებელი. ჩვენ მხოლოდ ვაფიქსირებთ ნებას და მზაობას იმისას, რომ უარს ვიტყვით მანდატებზე და ჩავხსნით სიას, მაგრამ, როდესაც კანონმდებლობით გვექნება შესაძლებლობა ამის გაკეთების, ჩვენ მზად ვართ ეს პოლიტიკური აქტი განვახორციელოთ", - აცხადებს ლანა გალდავა.