26 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
“ის ვინც შეირჩევა სახელმწიფოს მეთაურის ამ საპატიო თანამდებობაზე, უნდა იყოს პატრიოტი ადამიანი და რაც მთავარია, არ უნდა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნის აქტორებზე“ - თენგიზ შარმანაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

“ის ვინც შეირჩევა სახელმწიფოს მეთაურის ამ უმაღლეს და საპატიო თანამდებობაზე, უნდა იყოს პატრიოტი, უნდა იყოს გამოცდილი და ერუდირებული ადამიანი და რაც მთავარია, არ უნდა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნის აქტორებზე“ - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მინიმუმ კოლეგიის 30 წევრს.

“საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელიც შედგება საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისგან. ამას ემატება აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები იმ პროპორციით, რა პროპორციითაც გავიდნენ ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. სულ სამასი კოლეგიის წევრი. პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მინიმუმ კოლეგიის 30 წევრს. ბოლო კვირა დღე არის 29 დეკემბერი, იცით რომ არჩევნებიდან მესამე კვირა დღეს იმართება ინაუგურაცია და თუ ინაუგურაცია წელს უნდა მოესწროს, მათემატიკურად გადმოვთვალოთ უკან. ის ვინც შეირჩევა სახელმწიფოს მეთაურის ამ უმაღლეს და საპატიო თანამდებობაზე, უნდა იყოს პატრიოტი, უნდა იყოს გამოცდილი და ერუდირებული ადამიანი და რაც მთავარია, არ უნდა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნის აქტორებზე,“ - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები