26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
“ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტში შემოვა“ - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის დიდი ნაწილი საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტში შევა.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ხვდება, რომ რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმა ჩავარდა და ახლა პარლამენტში შესვლაზე ფიქრობენ, რათა იქ გააგრძელონ ქვეყნისთვის არაეფექტური საქმიანობა.

“რაც შეეხება ოპოზიციის შემოსვლა, არ შემოსვლას - რა თქმა უნდა, ესეც იქნება გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც 2020 წლის პროცესების მსგავსი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტში შემოვა. არ ჩქარობენ გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ის ეტაპი, რომელიც ნიშნავდა წაგებული არჩევნების გაყალბებად გასაღებას და რევოლუციური ტალღის აგორებას ჩავარდა. ამიტომ, ახლა ფიქრობენ, რომ გამოიყენონ საშუალება და შემოვიდნენ პარლამენტში, რათა როგორც 2020 წლის შემდეგ მოხდა, პარლამენტში გააგრძელონ საკუთარი ქვეყნისთვის არაეფექტური საქმიანობა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები