28 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძე დაამტკიცა

საკანონმდებლო ორგანომ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ნდობა გამოუცხადა.

პრემიერთან ერთად, დამტკიცდა ახალი მთავრობა. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება - საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელად მაკა ბოჭორიშვილია დასახელებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად - დავით სონღულაშვილი; იუსტიციის მინისტრად კი - ანრი ოხანაშვილი.

საკანონმდებლო ორგანო ნდობას უცხადებს სამთავრობო პროგრამასაც სახელწოდებით -  "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ".

დღის ამბები