28 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე გაუქმებულია

საქართველოს პარლამენტი, უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

"პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია.   

პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები