28 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
"ვიმყოფებით აქ, რათა გამოვხატოთ პროტესტი, რომ არ ვიყოთ იმ დარბაზში, იმ ხალხთან ერთად, ვინც შულერობითა და სპეცოპერაციით წაართვა ჩვენს ქვეყანას მომავალი" - "ძლიერმა საქართველომ" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

"ძლიერმა საქართველომ" პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალური განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიტანეს.

როგორც კოალიციაში განმარტეს, პარლამენტს არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტს მანდატების დათმობის შესახებ ინდივიდუალური განცხადებებით იმიტომ მიმართეს, რომ პროტესტი გამოუცხადონ პარლამენტს, რომელმაც ქვეყანას მომავალი წაართვა.

"ძლიერი საქართველო" ვიმყოფებით აქ, რათა გამოვხატოთ პროტესტი, რომ არ ვიყოთ იმ დარბაზში, იმ ხალხთან ერთად, ვინც შულერობითა და სპეცოპერაციით წაართვა ჩვენს ქვეყანას მომავალი და ქვეყანა ჩამოაშორა ამ ევროპულ გზას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები