"ძლიერი საქართველოს" წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.
ჯაფარიძის თქმით, ეს პარლამენტი თვითმარქვიაა, არ აპირებს მის აღიარებას, შესაბამისად არ სურს, რომ საპარლამენტო სიაში იყოს.
"არც ირიბად, არც პირდაპირ არ ვაპირებთ თვითმარქვია პარლამენტის აღიარებას. ვითხოვ, შემიწყვიტონ მანდატი იმიტომ, რომ ეს თვითმარქვია პარლამენტია. არ ვაღიარებ მის ლეგიტიმურობას, შესაბამისად არ მინდა ამ სიაში ვიყო", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, "ძლიერმა საქართველომ" პარლამენტში მანდატების დათმობის შესახებ ინდივიდუალური განცხადებები შეიტანა.