28 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"ცესკოში ყოფნა არის აუცილებელია იმისთვის, რომ ვამხილოთ სისტემა და გავაკეთოთ მისი სრული დემონტაჟი" - გიორგი სიორიძე

"ცესკოში ყოფნა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა" - ასე უპასუხა "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ კითხვას, თუ რატომ წარადგინეს ცესკოს წევრად მისი კანდიდატურა ისევ, თუ საარჩევნო ადმინისტრაციას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

გიორგი სიორიძის განმარტებით, მიზნის მისაღწევად, ბოლომდე იბრძოლებენ.

კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" ცესკოს მიმართა და მოითხოვა, გიორგი სიორიძე ხელახლა დაინიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრად. ოპოზიციური პარტიის განცხადება გიორგი კალანდარიშვილმა უკვე დააკმაყოფილა.  

"არავის არ უნდა იქ ყოფნა და არავის არ სიამოვნებს იქ ყოფნა. იქ ყოფნა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ ვამხილოთ სისტემა და გავაკეთოთ მისი სრული დემონტაჟი. სანამ ამას გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ ყველგან", - აცხადებს ”ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გიორგი სიორიძე.

დღის ამბები