დღეს ჩვენ, “ძლიერი საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე - ამის შესახებ მიმართვას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს.
"მოგესალმებით მეგობრებო!
პროდასავლურმა ოპოზიციამ 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მოიგო - "ქართული ოცნება” დამარცხდა. ოლიგარქმა რუსული სპეცოპერაციის გზით, ტოტალურად გააყალბა არჩევნები და მიიტაცა ხალხის ხმა! ის გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ბოლომდე დაადგა ქვეყნის იზოლაციის გზას.
დღეს ჩვენ, “ძლიერი საქართველოს” საპარლამენტო სიის წევრებმა ოფიციალურად გავწყვიტეთ ყოველგვარი კავშირი არალეგიტიმურ პარლამენტთან და ინდივიდუალური განცხადებებით უარი ვთქვით მანდატებზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, იმ ასობით ათას ადამიანს, ვინც ქვეყნისა და საკუთარი მომავალიგვანდო. ეს ნდობა ჩვენთვის იმდენად ძვირფასი და საპასუხისმგებლოა, რომ არ გვაქვს უფლება ის არჩევნების მიმტაცებელ-გამყალბებლებსა და “შულერებს” დავუკავშიროთ.
მნიშვნელოვანია “ქართული ოცნების” იზოლაცია და დელეგიტიმაცია ყველა ოპოზიციურმა ძალამ განახორციელოს - ვიმეორებ ყველამ! - აქ გამონაკლისი არ არსებობს! ახლა კეკლუცობის დრო არ არის! ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას! ახლა ერთიანობის და ბრძოლის დროა!
თუ რამ გვაქვს ქართველებს საამაყო, ეს ისტორიაა, რომელიც თავიდან ბოლომდე ხალხის თავდადებასა და სიმტკიცეზე დგას. სწორედ ეს სიმტკიცე გვჭირდება ახლა, როგორც არასდროს, რომ არ დავკარგოთჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა!
ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის - ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნას გულისხმობს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გზით მოიპოვებს ახალარჩევნებს.
ეს იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც გახდება ხიდი ქართველ ხალხსა და დემოკრატიულ, დასავლურ სამყაროს შორის, რომ ის მხარდააჭერა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება გვიცხადებს, კიდევ უფრო გაიზარდოს და კონკრეტულ მოქმედებაში გადაითარგმნოს.
ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთობა იმპოლიტიკური ძალების, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნდობამოიპოვა!
შეთავაზება გაკეთებულია - გავერთიანდეთ ამ იდეის ირგვლივ და შევქმნათ ალტერნატიული სივრცე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ კოორდინირებული და მწყობრი მუშაობის შესაძლებლობას, როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ასევე ქვეყნის შიგნით.
საზოგადოება პროდასავლური კოალიციებისგან კოორდინირებულ მუშაობას ითხოვს!
ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საზოგადოებასთან ამ გეგმის მიხედვით სამოქმედო სტრატეგიის შესამუშავებლად, რაც მოიცავს როგორც საპროტეტსო ტალღის გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე საკოორდინაციო, სახალხო ცენტრების ფორმირებას და საზოგადოების კონსოლიდაციას ერთი მიზნისთვის - ახალი არჩევნების მოსაპოვებლად!
მე მჯერა საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის, ხალხის და მოქმედების ძალის - რადგან ნებისმიერი სირთულის გამოწვევა დაიძლევა მოქმედებით! შეუპოვრობით და ბოლომდე ბრძოლით!
ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.