28 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს" - ირაკლი კობახიძე

2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობა არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის.

"2012 წლისთვის ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი და ამით იწონებდა თავს მაშინდელი ხელისუფლება. ჩვენი პროგრამის თანახმად, დღეს უკვე 100-ზე მეტი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს და ჩვენი პროგრამის თანახმად, მომდევნო წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალური ცენტრი იქნება დაფარული და მუნიციპალური ცენტრების მიღმაც ათეულობით იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები