28 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
"ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული" - ნინო წილოსანი

მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება პარლამენტი - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს. დოკუმენტის სახელწოდებაა - "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ." მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე ისევ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი, მის კაბინეტში სამი მინისტრი იცვლება. მთავრობას, ნდობის გამოცხადებისთვის, უმრავლესობა სჭირდება. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არ აღიარებს პარლამენტს და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობასაც.

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი მედიასთან სამთავრობო პროგრამის შესახებ საუბრობს.

"ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი იმ ძალიან მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამით, რა თქმა უნდა, შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული. მათ შორის, სამთავრობო პროგრამა თავის თავში გულისხმობს სიღარიბის შემცირების, უმუშევრობის შემცირების, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების აუცილებელ ნაბიჯებს და ეკონომიკურ თუ სოციალურ-კულტურულ ასპექტებს," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები