"პარლამენტის შენობაში მოსვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილის დაწერა ნიშნავს ლეგიტიმაციის აღიარებას",- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კირცხალიამ "ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს ინდივიდუალური განცხადებებით მიმართეს.
"ამღერებენ იგივე სცენარს, რაც იყო 2020 წელს. როგორ აქვთ ტექსტი შედგენილი და ა.შ. არ ვიცი ამას როგორი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ.
როდესაც მოდიან პარლამენტის შენობაში და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერენ განცხადებას, ეს რას ნიშნავს?! მათ ვუსვამ ამ შეკითხვას. რას ნიშნავს ე.წ პარლამენტი, რას ნიშნავს თვითაღიარებული.
ფაქტია, რომ მაქსიმალურად ყველანაირ ხრიკს მიმართავენ, რომ პრობლემა შეექმნათ მათ განცხადებებს, მაგრამ რაც არ უნდა ეგრეთ წოდებული წერონ პარლამენტის შენობაში მოსვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილის დაწერა ნიშნავს ლეგიტიმაციის აღიარებას", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.